
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებითა და შავი ზღვის ფლორისა ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აქტიური მონაწილეობით შავი ზღვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ვორქშოფი გაიმართა.
	სამუშაო შეხვედრის ფარგლებში თემაზე  „შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა“  განიხილეს  ისეთი აქტუალური თემები როგორიცაა:  „შავი ზღვის ბათუმის სანაპირო ზოლის ეკოლოგიური პრობლემები“, „დაბინძურებული საარსებო გარემოს გავლენა ზღვის ძუძუმწოვრებზე“ , „შავი ზღვის დაბინძურების ფორმები“ და ა.შ.
	
	ვორქშოფს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის  ბიოლოგია-ეკოლოგიის მიმართულების სტუდენტებთან ერთად,   ბათუმის № 1 და № 2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.   მოხსენებების  დასასრულს შეხვედრა კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა.
| უკან | 








