13 თებერვალი 2020 წელი
![გადიდება სურათი](//www.bsu.ge/text_images/ge_pic_13642_1_s.jpg)
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასპინძლობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კილის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით მიმდინარე საგრანტო პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ - “Creative Spark: Higher Education Enterprise Programme” ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი: „მეწარმეობის უნარ-ჩვევები“.
შეხვედრაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ბორის გითოლენდიამ, ლუკა ქემოკლიძემ და დავით ჯაფარიძემ ბსუ-ს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს პროექტის - „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ შედეგები გააცნეს, ისაუბრეს სტარტაპების შექმნასა და განვითარებაზე. ასევე, ბრიტანელი პარტნიორების მონაწილეობით მოეწყო ონლაინკონფერენცია , ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.