11 ივლისი 2023 წელი
                            
							
	ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრში  ტექნოლოგიურ ფაკულტეტის ორგანიზებით  ინოვაციური ბიზნესიდეების კონკურსი ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობდნენ მშენებლობის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტები. მშენებლობის ინოვაციური ბიზნესიდეები პრეზენტაციების სახით რვა გუნდმა წარმოადგინა. თითოეული გუნდი სამი სტუდენტისგან შედგებოდა. ჟიურის გადაწყვეტილებით, საუკეთესოდ გივი ფუტკარაძის, საბა სელიმბასა და გიორგი ქართველიშვილის პროექტი „ინოვაციური სამშენებლო დრონი“ დასახელდა.