ტექნოლოგიური ფაკულტეტი

სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორ ვალდემარ მუჩას ვიზიტი ბსუ-ში

სურათი

ევროკომისიის პროგრამის „Knowledge Education Development” ფარგლებში, 23 აგვისტოდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე გაცვლითი პროგრამით იმყოფება სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კომპიუტერული მექანიკისა და ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორი ვალდემარ მუჩა. ვიზიტის მიზანია, სამეცნიერო-კვლევითი ურთიერთობების დამყარება ბსუ-სა და სილეზიის უნივერსიტეტს შორის, გამოცდილების გაზიარება კვლევისა და სწავლების სფეროში.

პროფესორი ვალდემარ მუჩა გაეცნო ბსუ-ს ტექნოლოგიურ ფაკულტეტს, მიიღო მონაწილეობა დეკანატის საქმის წარმოების პროცესში, ასევე სამეცნიერო კვლევები ჩაატარა პროფესორ გიზო ფარცხალაძესა და გოჩა ჩავლეშვილთან ერთად თემაზე: „ახალი ტიპის წინასწარდაძაბული თაღოვანი წამწის პარამეტრულ-გეომეტრიულ ოპტიმიზაციაზე“. ოპტიმიზაცია ჩატარდა გენეტიკური ალგორითმის - Evolutionary Algorithm-ის გამოყენებით.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა