ტექნოლოგიური ფაკულტეტი

სამუშაო ვიზიტი ლ’აკვილას უნივერსიტეტში (იტალია)

სურათი

,,ERASMUS+“-ის ინსტიტუციური განვითარების საერთაშორისო საგრანტო პროექტის - „კრეატიული ინჟინერიის განვითარება მდგრადი მწვანე სამყაროსთვის“ (GreenEngine -  Fostering Creative Engineering for a Sustainable Green World, ERASMUS-EDU-2023-CBHE-STRAND-2, პროექტის ნომერი: 101236240)  ფარგლებში, 2026 წლის 9–11 მარტს იტალიაში, ლ’აკვილას უნივერსიტეტში, გაიმართა საკოორდინაციო შეხვედრა და თემატური ვორქშოფები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამუშაო ჯგუფმა პროფ. გიზო ფარცხალაძის, პროფ. მარინე გიორგაძის და ასისტ.პროფ. მარიამ ცეცხლაძის შემადგენლობით.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა ლ’აკვილას უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ფაბიო გრაციოზიმ, რომელმაც ხაზი გაუსვა საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით კი თანამედროვე საინჟინრო განათლების განვითარების პროცესში. შეხვედრის ფარგლებში პროექტის კოორდინატორმა ფარხად ნიაზოვმა პარტნიორ ორგანიზაციებს წარუდგინა პროექტის განხორციელების მიმდინარე ეტაპის მიმოხილვა, მიღწეული შედეგები და დაგეგმილი აქტივობები. სამუშაო სესიების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს პროექტის სხვადასხვა სამუშაო პაკეტის განხორციელების პროცესი და სამომავლო ამოცანები. კერძოდ, პროფესორ ანა ტოზის პრეზენტაციაში წარმოდგენილ იქნა მწვანე და მდგრადი ინჟინერიის მიმართულებებზე ორიენტირებული ახალი საგანმანათლებლო მოდულებისა და კურიკულუმების შემუშავების მეთოდოლოგიური მიდგომები, ასევე განხილულ იქნა საგანმანათლებლო პროგრამების განახლების მექანიზმები, ევროკავშირის საუკეთესო საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე. შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ღონისძიებებს, შესაქმნელი ვირტუალური ლაბორატორიის (VR Lab Specification) ტექნიკურ მახასიათებლებს, პროექტის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს და შესაბამისი მონიტორინგისა და შეფასების პროცედურებს.

სამუშაო შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტის გავრცელებისა და მდგრადობის (Dissemination and Sustainability) სამოქმედო გეგმის განხილვას, რომელიც შეადგინა და წარმოადგინა ბსუ-ს ჯგუფმა, სხვადასხვა სოციალური ქსელის (Facebook, Instagram, Linkedin)    და პროექტის ვებპლატფორმის (https://www.greenengine.uz/) განვითარების საკითხებს.

პროექტის სამუშაო შეხვედრებს ესწრებოდნენ მონღოლეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორები, რომლებიც სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ლ’აკვილას უნივერსიტეტში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა