8 აპრილი 2026 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიურმა ფაკულტეტმა მესამე მისიის ფარგლებში, ქალაქ ბათუმის №4 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა. ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის ინოვაციების ცენტრში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა.
ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ჩატარდა პრაქტიკული ლექცია თემაზე - „გუნდის ჩამოყალიბების მნიშვნელობა სტარტაპის შექმნისას“. შეხვედრაზე მონაწილეებმა შეისწავლეს გუნდის სწორად ფორმირების პრინციპები, როლების განაწილება, ეფექტური კომუნიკაცია და საერთო მიზნის გარშემო მუშაობის მნიშვნელობა.
ლექციის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა დაათვალიერეს გაყიდვების ლაბორატორია, ფაბლაბი (FabLab), ტელეკომუნიკაციის ლაბორატორიები, ხატვისა და ქანდაკების სტუდიები, სამშენებლო მასალების ლაბორატორია და ადგილზე გაეცნენ უნივერსიტეტის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებსა და სასწავლო გარემოს.