ტექნოლოგიური ფაკულტეტი

„ერაზმუს+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტი „სწავლა - ინოვაცია -გაყიდვა - წარმატება (LISS24)”

სურათი

„ერაზმუს+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „სწავლა - ინოვაცია -გაყიდვა - წარმატება (LISS24)” (101128310 - LISS24 - ERASMUS-EDU-2023-CBHE Learn - Innovate - Sell – Succeed) ფარგლებში, ქალაქ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართა ინოვაციური ბიზნეს იდეების საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში პროექტის მონაწილეები გაეცნენ პროექტის განვითარების ანგარიშებს, ასევე ჩატარდა ინოვაციური ბიზნეს იდეების კონკურსი.

21 მაისს სამუშაო შეხვედრა გაიმართა ბსუ-ში, სადაც განიხილეს შემდეგი საკითხები: ფინანსური ანგარიში, ბიუჯეტის მონიტორინგი, დისემინაციის გეგმა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხები.

ტექნოლოგიური ფაკულტეტის შენობაში კი პროექტის Work Package 6: Promotion-ის ფარგლებში ჩატარდა „Open Eyes“ ღონისძიების ორგანიზების შეხვედრა. შეხვედრა გახსნა პროექტის ხელმძღვანელმა, ფინეთის ტურკუს გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორმა ჰარი ლაპალაინენმა და ასევე,  ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე ოფიციალურად გაიხსნა B2B Sales Laboratory - გაყიდვების ლაბორატორია.

ბსუ-ს გაყიდვების ლაბორატორია განთავსდა ტექნოლოგიური ფაკულტეტის 207-ე აუდიტორიაში, ინოვაციებისა და გაყიდვების ცენტრში. პროექტის ფარგლებში ლაბორატორიის კომპიუტერულ ტექნიკაზე დაინსტალირდა iMotions-ის პროგრამული უზრუნველყოფა და დამონტაჟდა შესაბამისი ლაბორატორიული მოწყობილობები: Eye-Tracking Device (მზერის თვალყურის დევნების მოდული), Facial Expression Analysis (სახის გამომეტყველების ანალიზის მოდული) და Voice & GSR Sensors Module (ხმოვანი და გალვანური კანის რეაქციის სენსორები).

აღნიშნული აღჭურვილობა შესაძლებლობას იძლევა ლაბორატორიაში განხორციელდეს თანამედროვე ტიპის კვლევები და უზრუნველყოფილი იყოს სტუდენტების პრაქტიკული სწავლება ინოვაციურ გარემოში.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ კონსორციუმის წევრები - ფინეთი, შვედეთი, ავსტრია, ესპანეთი, სომხეთი, საქართველო.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა