ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ტექნოლოგიური ფაკულტეტის პირველკურსელებთან გაცნობითი შეხვედრა გაიმართა

სურათი

28 სექტემბერს ბსუ-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ტექნოლოგიური ფაკულტეტის პირველკურსელებთან დეკანმა, რექტორმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა,  გაცნობითი შეხვედრა გამართეს, სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცეს და სასწავლო პროცესში წარმატებები უსურვეს.

პირველკურსელებს სწავლის დაწყება მიულოცა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრმა და აჭარის მწერალთა სახლის წარმომადგენელმა, პოეტმა ბელა ქებურიამაც, რომელმაც ახალგაზრდებს წარმატებული და ნაყოფიერი სტუდენტური ცხოვრება უსურვა.

პირველკურსელებს მიეწოდათ ინფორმაცია უნივერსიტეტის საქმიანობის, საგანმანათლებლო პროგრამების, აკადემიური შეფასების წესებისა და ძირითადი მარეგულირებელი დოკუმენტების შესახებ. ასევე, ყურადღება გამახვილდა სტუდენტურ შესაძლებლობებზე, მათ შორის, სტიპენდიებზე, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსა და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია და განმარტებები მიიღეს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა