ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ბსუ-ს წარმომადგენლებმა Erasmus+ პროექტის LISS24 ფარგლებში სამუშაო შეხვედრებსა და კონსორციუმის შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა

სურათი

2026 წლის 25 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების საერთაშორისო პროექტის „Learn – Innovate – Sell – Succeed (LISS24)“ (პროექტის ნომერი: 101128310 – LISS24 – ERASMUS-EDU-2023-CBHE) ფარგლებში ესპანეთში, ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.

ვიზიტში მონაწილეობდნენ ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი და ამავე პროექტის მენეჯერი პროფ. გიზო ფარცხალაძე და მკვლევარი თემურ კვირტია. ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სამუშაო სემინარსა და პროექტის კონსორციუმის შეხვედრებში, რომლებშიც ფინეთის, შვედეთის, ავსტრიის, ესპანეთისა და სომხეთის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრები პროექტის კოორდინატორის, ტურკუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (ფინეთი) ხელმძღვანელობით გაიმართა.

სამუშაო შეხვედრებზე განიხილეს პროექტის განხორციელების მიმდინარე მდგომარეობა, მიღწეული შედეგები და შესრულებული აქტივობები, დარჩენილი ვალდებულებები, საბოლოო ანგარიშგების საკითხები, ხარისხის უზრუნველყოფის ანგარიშები და პროექტის დასრულებამდე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა.

ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ბსუ-სა და ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ამ მიზნით დაიწყო მოლაპარაკებები უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი მემორანდუმის გაფორმების თაობაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბსუ-ს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან, ელენა დე ლა პოზასთან.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაგრძელდა სამეცნიერო კვლევითი თანამშრომლობა პარტნიორ პროფესორთან, ხულიან ალკალა გონსალესთან და Erasmus+ პროექტის სუპერვაიზერთან, ვიქტორ იეპე პიკუარესთან.

ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში განხორციელებული ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო LISS24 პროექტის დასკვნითი ეტაპის ეფექტიანად დაგეგმვის, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი ინსტიტუციური და სამეცნიერო კავშირების განვითარების თვალსაზრისით.

მიღებული გამოცდილება და განხორციელებული აქტივობები ხელს შეუწყობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის კვლევითი და აკადემიური კომპეტენციების გაუმჯობესებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა