
აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა, ნუნუ კუტალაძემ, მეცნიერ თანამშრომელმა თამარ გოგოლიშვილმა, სტაჟიორ სტუდენტებთან - ლიკა ხარაძესთან და ქრისტინა რევაზიშვილთან ერთად აგროქიმისა და ნიადაგმცოდნეობის ლაბორატორიაში უმასპინძლეს სატელევიზიო სკოლის KIDs CLUB TV სკოლის მოსწავლეებს. ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის აგროსფეროს მნიშვნელობის წარმოჩენა, ფერმერთა ცხოვრების გაცნობა და პროფესიულ ორიენტაციაში მხარდაჭერა. ვიზიტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისთვის წაიკითხეს ლექცია თემაზე: ,,ნიადაგი და მისი როლი აგროსფეროს განვითარებაში’’.
სტუდენტებმა ლიკა ხარაძემ და ქრისტინა რევაზიშვილმა მოსწავლეებს გააცნეს ნიადაგის ანალიზისთვის მომზადების წესი, მოსწავლეები ინტენსიურად ჩაერთნენ ლაბორატორიულ სამუშაოებში. მათ ჩაატარეს აგროქიმიური ანალიზი-საერთო ჰუმუსის და მოძრავი ფოსფორის განსაზღვრა და ამისთვის გამოიყენეს ლაბორატორიული მოწყობილობები: მექანიკური მჯღრეველა, PH მეტრი და მულტიმეტრი, რომლითაც საველე პირობებში განისაზღვრება ნიადაგში 10 ქიმიური ელემენტის შემცველობა.
უკან |