აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

8-ე საერთაშორისო კონფერენცია „სამრეწველო და საშიში ნარჩენების მართვა“ CRETE2025

სურათი

27-31 მაისს ქ. ჰანიაში, კუნძულ კრეტაზე ჩატარდა 8-ე საერთაშორისო კონფერენცია ,,სამრეწველო და საშიში ნარჩენების მართვა“ (CRETE2025),  რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის  მკლევრებმა: ნინო მხეიძემ და ნინო კიკნაძემ.

კონფერენცია ფოკუსირებული იყო სამრეწველო და სახიფათო ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სტრატეგიებზე, მათ შორის: ნარჩენების წარმოქმნა და კლასიფიკაცია, მწარმოებლის კანონმდებლობა და პასუხისმგებლობა, საშიში ნარჩენების  გადამუშავებისა და გაუვნებელყოფის ტექნოლოგიები, რესურსების აღდგენა და ენერგოეფექტურობა, ტოქსიკოლოგიური და გარემოსდაცვითი ასპექტები. აღსანიშნავია სპეციალური თემები და ვორკშოფები: ტექსტილის მრეწველობის ნარჩენები, დაბინძურებული ადგილები, PFAS, პლასტიკის დეგრადაცია გარემოში, კატასტროფების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები.

ნინო მხეიძემ და ნინო კიკნაძემ კონფერენციაზე წარმოადგინეს პოსტერული პრეზენტაცია  ,,ნავთობით დაბინძურებული წყლების ეკოლოგიურად უსაფრთხო და ნარჩენების გარეშე დამუშავების ტექნოლოგიური პროცესის შექმნა" (Development of ecologically appropriate, waste-free technological process for treatment of oil-polluted waters)

პოსტერიც და სტატიაც შესულია კონფერენციის მასალებში და მათში ასახულია შრსეფ გრანტის ფარგლებში   ჩატარებული კვლევების შედეგები ნავთობით დაბინძურებული წყლების გასაწმენდად ბუნებრივი და პოლიმერული ნარჩენების, როგორც იაფი სორბენტების  გამოყენების  შესახებ. ექსპერტების ყურადღება მიიპყრო გაწმენდის პროცესში მემბრანების გამოყენებამაც.

მრგვალ მაგიდასთან და სემინარებზე გამოიკვეთა  პროფესიული კონტაქტების დამყარების პერსპექტივა გარემოსდაცვითი ინჟინერიის და ეკოლოგიის საკითხებში ერთობლივი კვლევების განხორციელებისთვის.

კონფერენცია ორგანიზებული იყო კრეტას ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ წამყვანი უცხოური აკადემიური და სამეცნიერო დაწესებულებების მხარდაჭერით: ვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ცინჰუას ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ავსტრიის ბოჭკოს ინსტიტუტი, კორეის ბაზელის ფორუმი, სტავანგერის უნივერსიტეტი. კონფერენციას ხელმძღვანელობდა კრეტას ტექნიკური უნივერსიტეტის ემირიტუსი,  პროფესორი ევანგელოს გიდარაკოსი.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა