ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

კვლევითი ვიზიტი ჩინეთში

სურათი

2016 წლის 21 მარტიდან 29 აპრილამდე, ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ტექნოლოგიური ფაკულტეტის დოქტორანტი ქეთინო ნაცარიშვილი, შოთა  რუსთაველის  ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის  ფარგლებში   კვლევითი ვიზიტით ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის აგრარული უნივერსიტეტის (Northwest A&F University) მარცვლეულთა სტრესის ბიოლოგიის მთავარ ლაბორატორიაში  იმყოფებოდა.
ვიზიტის მიზანი პოლიმერაზა ჯაჭვური რეაქციის უახლესი მეთოდის (PCR-SSR) ათვისება და მოლეკულური მარკერების გამოყენებით ხორბლის ყვითელი ჟანგას ქართული პოპულაციის მრავალფეროვნების შესწავლა გახლდათ.  დოქტორანტს საშუალება მიეცა დარგის წამყვან მეცნიერებთან თანამშრომლობით, აეთვისებინა ზემოთაღნიშნული მეთოდი და შეესრულებინა დაგეგმილი კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ხორბლის ყვითელი ჟანგა ერთნაირად საშიში და მნიშვნელოვანი დაავადებაა ორივე ქვეყნისათვის, მის ერთობლივ კვლევას და მასთან ბრძოლის საშუალებების შერჩევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც ჩინელმა მეცნიერებმა გამოთქვეს სურვილი და იმედი, რომ თანამშრომლობა ორ უნივერსიტეტს შორის სამომავლოდაც გაგრძელდება. ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის აგრარული უნივერსიტეტი  ერთ-ერთი წამყვანია აგრარული ბიოლოგიის (ხორბლის სელექცია, ენტომოლოგია...), მცენარეთა დაცვის, მებაღეობის, სატყეო მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებით წარმოებული კვლევებით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა