სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

სს „ბაზისბანკი“ ბსუ-ს ფუტსალის გუნდის ოფიციალური მხარდამჭერი გახდა

სურათი

2020 წლიდან სს „ბაზისბანკი“ ბსუ-ს ფუტსალის ოფიციალური მხარდამჭერი გახდა. ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუტსალის გუნდს სს „ბაზისბანკისგან“  საჩუქრად გუნდის წევრებისა და დამხმარე პერსონალის სათამაშო ფორმები გადაეცა.

ბსუ-ს ფუტსალის გუნდი 2012 წელს დაარსდა და სხვადასხვა ჩემპიონატში აქტიურად ღებულობდა მონაწილეობას. ბოლო სამი წლის განმავლობაში გუნდი საქართველოს ფუტსალის უმაღლეს ლიგაში თამაშობს.

„ბაზისბანკი“ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან უკვე 15 წელია თანამშრომლობს, ხოლო 2020 წლიდან სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით ბსუ-ს ფუტსალის ოფიციალური სპონსორი გახდა.

ღონისძიებაზე ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა „ბაზისბანკის“ ბათუმის ფილიალის მმართველს დათა ფიჩხაიას მრავალწლიანი თანამშრომლობისა და სპორტული ცხოვრების ხელშეწყობისთვის  მადლობის სიგელი და სიმბოლურად გუნდის მაისური გადასცა. სიგელები გადაეცათ, ასევე, ბსუ-ს ფუტსალის მოთამაშეებს, რომლებიც წლების განმავლობაში იცავენ გუნდის ღირსებას.

ღონისძიებას სტუდენტები და ბსუ-ს ფუტსალის ფანკლუბის წევრები ესწრებოდნენ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა