სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი

ბსუ-ში საახალწლო კონცერტი და წარმატებულ სტუდენტთა დაჯილდოება გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საახალწლო კონცერტი და წარმატებულ სტუდენტთა დაჯილდოება გაიმართა. ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა განვლილი წელი შეაჯამა, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა, მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისათვის და წარმატებები უსურვა. ღონისძიებაზე საუნივერსიტეტო ცხოვრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ 2022 წლის სტუდენტური ღონისძიებების ფარგლებში გამარჯვებულ სპორტულ გუნდებს, მუსიკალურ ჯგუფებსა და მათ ხელმძღვანელებს.

დაჯილდოების ცერემონია საახალწლო კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის მუსიკალური და ქორეოგრაფიული ჯგუფები -  ბსუ-ს ბენდი ,,OFF SIDE“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „ტბეთი“, გოგონათა და ვაჟთა ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „თირინი“ თანამედროვე საესტრადო-ვოკალური სიმღერის ჯგუფი, მხიარულთა და საზრიანთა გუნდი.

მადლობის სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ ბსუ-ს შემდეგი შემოქმედებითი და სპორტული გუნდები და მათი ხელმძღვანელები:

ბსუ-ს „სტუდენტური დღეები 2022“-ის გამარჯვებულები

1. ჭადრაკი - თედო ბოლქვაძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;
2. ინტელექტუალური ვიქტორინა - ორი პირველ ადგილოსანი გუნდი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; 
3. ფრენბურთის გუნდი „ვეტერანები” - ტურიზმის ფაკულტეტი;
4. მინი ფეხბურთის გუნდი "უქიმერიონი” - ტურიზმის ფაკულტეტი ;
5. ქუჩის კალათბურთი - „Deathrow"- იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
6. City Game -იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
7. FIFA 2022-ში - ზურაბ გოგიტიძე, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
8. მკლავჭიდი - ლუკა ლიპარტელიანი, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
9. მკლავჭიდი - გიორგი კაკალაძე- იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
10. მკლავჭიდი - საქართველოსა და მსოფლიოს ჩემპიონი გოგონებს შორის მარიამ ნოდია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი; 
11. მკლავჭიდი - კახა ჩიტაია - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
12. მკლავჭიდი - დავით ამაღლობელი - ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი
13. ესეების კონკურსი - გოჩა დავითაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი


აქტიური სტუდენტები:

14. დავით გორგილაძე - აქტიური სტუდენტური ცხოვრებისთვის - სტუდენტური თვითმმართველობის წევრი, ტექნოლოგიური ფაკულტეტი;
15. მელანო ანანიძე - აქტიური სტუდენტური ცხოვრებისთვის - სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორი, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი;
16. მიხეილ პაპუნიძე  - აქტიური სტუდენტური ცხოვრებისთვის - სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორი, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი;
17. ანა ვარდმანიძე - აქტიური სტუდენტური ცხოვრებისთვის - სტუდენტური პროექტის „ფოტო-ვიდეო ხელოვანთა კლუბის“ ავტორი, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
18. თამრიკო ზოიძე - აქტიური სტუდენტური ცხოვრებისთვის - სტუდენტური პროექტის „ფოტო-ვიდეო ხელოვანთა კლუბის“ ავტორი, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
19. ნანა გვარიშვილი - აქტიური სტუდენტური ცხოვრებისთვის - სტუდენტური პროექტი „Gather2Gather”, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
20. გოგა ბაუჟაძე -აქტიური სტუდენტური ცხოვრებისთვის - სტუდენტური პროექტის „საქართველოს ახალგაზრდული სამიტი 2022“-ის ავტორი, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
21. მარიამ ხალვაში - აქტიური სტუდენტური ცხოვრებისთვის - სტუდენტური თვითმმართველობის წევრი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;


2022 წლის განსაკუთრებული ნომინაციები:

1. წლის სტუდენტური სპორტული გუნდი - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის საფეხბურთო გუნდი ,,ბსუ’’, გუნდის მთავარ მწვრთნელი ბაჩანა აბაშიძე;

2. წლის სპორტსმენი - ლინდა ჩიკვაიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - ბსუ-ს „სტუდენტური დღეები 2022“-ის და ,,საქართველოს უნივერსიადა 2022“-ის  გამარჯვებული;

3. წლის სტუდენტური მუსიკალური ჯგუფი - ბსუ  ბენდი „OFF SIDE” და მისი ხელმძღვანელი კალისტრატე ცინცაძე;

4. წლის ხელოვანი - დიანა ნაკაიძე - ერთწუთიანი ფილმების კონკურსის გამარჯვებული, მხატვარი, პოეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;

5. ,,სტუდენტური დღეები 2022’’-ის გამარჯვებული - იურიდიული და სოციალურ
მეცნიერებათა ფაკულტეტი.


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა