ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ტრენინგი ბსუ-ს პერსონალისთვის თემაზე: „უმაღლესი განათლების და მეცნიერების ინტერნაციონალიზაცია“

სურათი

24-25 იანვარს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით, ჩატარდა ტრენინგი თემაზე:  ,,უმაღლესი განათლების და მეცნიერების ინტერნაციონალიზაცია“. ტრენინგს უძღვებოდა უმაღლესი განათლების  ექსპერტი, თსუ ასოც. პროფესორი ირინე დარჩია. ორდღიან ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა ერთობლივი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის შედგენასა და საერთაშორისო აკრედიტაციის საკითხებზე, რაც აქტუალურია უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების თვალსაზრისით.

განიხილეს სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც: უმაღლესი განათლების და მეცნიერების ინტერნაციონალიზაცია - მნიშვნელობა, მიზნები და შესაძლებლობები; საერთაშორისო რანჟირებები;  აკადემიური და მოწვეული პერსონალის ინტერნაციონალიზაციის შეფასების ინსტრუმენტები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა