ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ბსუ-ში წარმოდგენილი იქნა აკადემიური დასწრების განახლებული კონცეფცია

სურათი

2025 წლის 27 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვლადიმერ ღლონტმა სამუშაო შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისა და დარგობრივი დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა აკადემიური/კოლეგიალური დასწრების განახლებული ხედვა.

ვლადიმერ ღლონტმა აღნიშნა, რომ კოლეგიალური დასწრება წარმოადგენს არა მხოლოდ ცალკეული პროფესორის, არამედ მთლიანად უნივერსიტეტის განვითარების მძლავრ ინსტრუმენტს. ეს არის ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს სწავლების პროცესის გამჭვირვალობას, აყალიბებს ხარისხის კულტურას და უზრუნველყოფს საგანმანათლებლო სტანდარტების დაცვას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ბსუ-ს აკადემიური/კოლეგიალური დასწრების მექანიზმი ემყარება პროფესიული განვითარების პრინციპებს და არ გულისხმობს მკაცრ კონტროლს. განხილულ იქნა კოლეგიალური დასწრების პროცესის ძირითადი ეტაპები, მათ შორის: დაგეგმვა და მომზადება, დასწრების განხორციელება, რეფლექსია და უკუკავშირი. ხაზი გაესვა, რომ მთელი პროცესი უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას, კონფიდენციალურობას და კონსტრუქციულ უკუკავშირს.

დასასრულს, პროფესორმა ვლადიმერ ღლონტმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს და აღნიშნა, რომ კოლეგიალური დასწრების წარმატებით დანერგვისთვის აუცილებელია უნივერსიტეტის ყველა რგოლის აქტიური ჩართულობა და საერთო ხედვა. შეხვედრას ბსუ-ს რექტორი, ტიტე აროშიძე და ფაკულტეტების დეკანები ესწრებოდნენ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა