
3-6 ივნისს, Erasmus+ პროგრამის მიმდინარე საგრანტო პროექტის –„სოციალური უნარების განვითარება სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად (DeSIRe)” – ფარგლებში, განხორციელდა ასოცირებული პროფესორების: ივდით დიასამიძისა და თეა ქოიავას სასწავლო ვიზიტი ფინეთში, ლაპენრანტას ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (LUT).
ვიზიტის მთავარი მიზანი იყო რბილი უნარების (soft skills) განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო მოდულებისა და მასობრივი ღია ონლაინ კურსების (MOOC) გაცნობა და ევროპული გამოცდილების გაზიარება შემდეგი მიმართულებებით:
- მოდული 1 – მედია და ციფრული წიგნიერება
- მოდული 4 – პრიორიტეტების განსაზღვრა და გადაწყვეტილების მიღების უნარები
- მოდული 5 – კრეატიულობა და პრობლემის გადაჭრის უნარები
- MOOC 5 – ემოციური და სოციალური ინტელექტი
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში პერსონალმა მონაწილეობა მიიღო ინტერაქციულ ვორქშოფებში, იმპროვიზაციულ თეატრალურ აქტივობებში, TRIZ მეთოდოლოგიის გაცნობაში, ასევე პრაქტიკულ სესიებში, სადაც კრეატიული უნარები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ვითარდებოდა.
პროექტი DeSIRe სრულად შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების მე-4 მიზანს – ხარისხიანი განათლება, რაც ითვალისწინებს ინკლუზიურ და ხარისხიან განათლებას ყველასთვის. აღნიშნული ვიზიტი ხელს უწყობს უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციას, აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებას და სასწავლო პროგრამების მოდერნიზაციას თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.
უკან |