ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ტრენინგი „კვლევის ეთიკა“ ბსუ-ს აკადემიური, მოწვეული და სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტებისთვის

სურათი

2025 წლის თებერვალ-მარტში ბსუ-ს აკადემიური, მოწვეული და სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „კვლევის ეთიკა“. ცალ-ცალკე სამიზნე ჯგუფთან ჩატარებულ ტრენინგებში მონაწილეობდა ბსუ-ს 43 აკადემიური და მოწვეული პერსონალი, 29 სამეცნიერო პერსონალი და 15 სტუდენტი. 4-საათიანი ტრენინგი ონლაინ ფორმატით, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით ჩატარდა 2025 წლის 14 თებერვალს სამეცნიერო პერსონალისთვის, 17 თებერვალს - აკადემიური და მოწვეული პერსონალისა და 31 მარტს - სტუდენტებისთვის. ტრენინგი მომზადდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ (Responsible Conduct of Research – Research Integrity and Ethics in Georgian Universities - ETHICS) ფარგლებში და მის მომზადება-ჩატარებაში  პროექტში ბსუ-დან ჩართული პერსონალი მონაწილეობდა.

ტრენინგების ფარგლებში განხილული იქნა კვლევის კეთილსინდისიერების ევროპული ქცევის კოდექსი, კვლევის ეთიკასთან, პლაგიატთან, კვლევაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასა და კვლევის კეთილსინდისიერად დაგეგმვა-განხორციელებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა