
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივმა სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამამ „განათლების მეცნიერებები“ აკრედიტაცია მოიპოვა.
პროგრამის წარმატებული აკრედიტაცია მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს განათლების მეცნიერებების სფეროში დოქტორანტურის განვითარების, ხარისხის უზრუნველყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით.
ეს მიღწევა ხელს შეუწყობს მაღალი კვალიფიკაციის მქონე მკვლევართა და პროფესიონალთა მომზადებას, რაც მნიშვნელოვანი წვლილი იქნება საქართველოსა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში განათლების მეცნიერებების ინტეგრაციის პროცესში.
ვულოცავთ მონაწილე უნივერსიტეტებსა და აკადემიურ საზოგადოებას ამ მნიშვნელოვან წარმატებას!
უკან |