
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ტიტე აროშიძემ და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ღლონტმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
კონფერენცია გახსნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, დამსწრე საზოგადოებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 15 წლისთავი და ბოლონიის პროცესის 20 წლის იუბილე მიულოცა. მან წარმატება უსურვა ცენტრს მომავალ საქმიანობაში და განათლების ყველა საფეხურზე ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA), უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR), სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისა (WFME) და ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ უმაღლესი, პროფესიული, ზოგადი, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები და თანამშრომლები.
უკან |