ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

DeSIRe საგრანტო პროექტი მეცნიერების ფესტივალზე: BSU-ში გაიმართა ეროვნული ცნობიერების დღე (NAD2)

სურათი

ბსუ-ში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა მეცნიერების ფესტივალი საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“. ფესტივალი მიზნად ისახავდა მეცნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდებისა და დაინტერესებული პირების ჩართულობის ზრდას კვლევითა და ინოვაციურ საქმიანობაში.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 45-მდე სტენდი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების, ორგანიზაციების, კვლევით ცენტრებისა და კერძო/საჯარო სკოლების მონაწილეობით. ექსპონენტებმა წარადგინეს საინტერესო ექსპერიმენტები, ინტერაქტიული აქტივობები, გამოფენები და სამეცნიერო პროექტების შედეგები. ფესტივალის ფარგლებში გაიამრთა ERASMUS + –ის საგრანტო პროექტის „სოციალური უნარების განვითარება სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად “ ეროვნული ცნობიერების დღე 2 (NAD2). ფესტივალზე წარმოდგენილი იყო პროექტ DeSIRe-ის სტენდი. პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება მოხდა დაახლოებით 500-მდე მონაწილეს შორის. პროექტის კოორდინატორი და მონაწილე პირები აცნობდნენ პროექტის მიზნებსა და შედეგებს, მომავალ შესაძლებლობებსა  და პროექტის მდგრადობის სტრატეგიას. დისკუსია გამოფენის სტენდთან მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის ფორმატში, რაც ხელს უწყობდა როგორც გამოცდილების გაზიარებას, ისე მონაწილეთა ჩართულობას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა