
2025 წლის ნოემბერში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში Erasmus+ CBHE პროექტის „Development of Soft Skills at Higher Education Institutions of Armenia and Georgia in Compliance with the 21st Century Labour Market Requirements (DeSIRe)“ ფარგლებში გაიმართა რბილი უნარების ტრენინგ-ციკლი, რომელშიც ჩართული იყვნენ ბსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები და დაინტერესებული მხარეები.
ტრენინგები ემყარებოდა პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების: ირლანდიის ხელოვნებისა და დიზაინის ინსტიტუტის და სხვა ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შემუშავებულ მოდულებს და ფოკუსირებული იყო თანამედროვე შრომის ბაზარზე განსაკუთრებით მოთხოვნად რბილ და მულტიდისციპლინურ უნარებზე. ბსუ-ს ფარგლებში განხორციელდა შემდეგი თემატური ტრენინგები:
- MOOC 1 – ეფექტური ბიზნეს კომუნიკაცია და მოლაპარაკების უნარები
- MOOC 4 – კონფლიქტების მენეჯმენტი და გადაწყვეტილების მიღების უნარები
- Module 5 – კრეატიულობა და პრობლემების გადაჭრის უნარები
- MOOC 5 – ემოციური და სოციალური ინტელექტი
სესიების ფარგლებში გამოყენებული იყო თანამედროვე სწავლების მეთოდები და აქტიური სწავლების ფორმატები, რამაც ხელი შეუწყო მონაწილეთა მაღალ ჩართულობას, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკების, კონფლიქტების მართვისა და ემოციურ-სოციალური უნარების გაძლიერებას რეალურ სამუშაო და სასწავლო სიტუაციებთან მჭიდრო კავშირში.
სტუდენტების შეფასებით, ტრენინგები გამორჩეული იყო პრაქტიკული დავალებებით, ინტერაქტიური ფორმატით და ყოველდღიურ გამოცდილებაზე მორგებული მაგალითებით. პერსონალის შეფასებით, სესიებმა ხელი შეუწყო პროფესიულ განვითარებას, თანამშრომლობის კულტურის გაღრმავებას, უნივერსიტეტის შიდა კომუნიკაციისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესების გაუმჯობესებას, აგრეთვე სტუდენტზე ორიენტირებული მომსახურებების გაძლიერებას.
ტრენინგებს ბსუ-ს პროფესორები უძღვებოდნენ: რამინ ცინარიძე, ირინე ცინცაძე, ირაკლი გიორგილაძე, ნანი მამულაძე.
პროექტის მთავარი მიზანია უნივერსიტეტებში ისეთი რბილი და მულტიდისციპლინური უნარების განვითარება, რომლებიც შესაბამისობაშია XXI საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან და უწყობს ხელს ინკლუზიური, ინოვაციური და თანამშრომლობითი აკადემიური გარემოს ფორმირებას. ბსუ-ში განხორციელებული ტრენინგ-ციკლი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, სტუდენტებისა და პარტნიორი ორგანიზაციების უნარების სისტემური გაძლიერების მიმართულებით.
| უკან |











