ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ბსუ-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის ტრენინგ-მოდულების ახალი ციკლი დაიწყო

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური, სამეცნიერო და მოწვეული პერსონალისთვის ტრენინგ-მოდულების ახალი ციკლი დაიწყო. ტრენინგები უკავშირდება უმაღლეს განათლებაში სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მიდგომებს, საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფას, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების პასუხისმგებლიან გამოყენებას და საგრანტო პროექტების მომზადებას. ტრენინგების მიზანია პროფესორ-მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და უნივერსიტეტში სწავლა-სწავლების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება.

ტრენინგების ციკლი გახსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა უწყვეტი პროფესიული განვითარების, სწავლა-სწავლების ხარისხის განმტკიცებისა და უნივერსიტეტის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაზრდის მნიშვნელობას.

პირველი ტრენინგი გაიმართა თემაზე „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უმაღლეს განათლებაში: შესაძლებლობები და გამოწვევები“, რომელშიც მონაწილეებმა იმსჯელეს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების როლზე სწავლებისა და შეფასების პროცესში, ეთიკურ სტანდარტებსა და ხარისხის უზრუნველყოფის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. შეხვედრა ინტერაქტიული ფორმატით მიმდინარეობდა, ჯგუფური მუშაობისა და დისკუსიის ელემენტებით.

ტრენინგ-მოდულების ციკლი გაგრძელდება შემდეგი განრიგით:

  • „საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება აკრედიტაციისთვის მოქმედი სტანდარტების შესაბამისად“ – 2/3 დეკემბერი, 2025 წელი, ბსუ I კორპუსი, აუდიტორია №32;
  • „სწავლის შედეგების ვალიდურობა და გაზომვადობა საგანმანათლებლო პროგრამებში და პროგრამის კომპონენტებში“ – 13/15 დეკემბერი, 2025 წელი, Zoom პლატფორმა;
  • „სწავლების აქტიური მეთოდები“ – 8/11 დეკემბერი, 2025 წელი, Zoom პლატფორმა;
  • „საგრანტო განაცხადის წერის საფეხურები და სტრატეგიები“ – 12 დეკემბერი, 2025 წელი, Zoom პლატფორმა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა