
2026 წლის 20 - 21 აპრილს, Erasmus+ პროგრამის მიმდინარე საგრანტო პროექტის - „სოციალური უნარების განვითარება სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად“ (DeSIRe – Development of Soft Skills at Higher Education Institutions of Armenia and Georgia in Compliance with the 21st Century Labour Market Requirements) ფარგლებში, სომხეთის გორისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა რეგიონალური ცნობიერების დღე (RAD1) და პროექტის საკოორდინაციო შეხვედრა.
ღონისძიებაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მონაწილეობა მიიღეს პროექტის განმახორციელებელმა პერსონალმა:
თამარ ღოღობერიძემ - ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სამდივნოს უფროსი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, პროექტის მენეჯერი;
ასიე ცინცაძემ - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი, პროექტის მკვლევარი;
ირინე ცინცაძემ - იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, პროექტის მკვლევარი.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა DeSIRe პროექტის განხორციელების მიმდინარე მდგომარეობა, სამუშაო პაკეტების მიხედვით პროექტის განახლებული მართვის რუკა, მიღწეული შედეგები და დარჩენილი აქტივობების დროულად და ხარისხიანად შესრულების საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტის მდგრადობის უზრუნველყოფას, პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის კოორდინაციის გაძლიერებას, შედეგების ხარისხის უზრუნველყოფას და Erasmus+ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობას.
საკოორდინაციო შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს რბილი უნარების ლაბორატორიების სამწლიანი განვითარების გეგმებისა და ბიზნესგეგმების მომზადებაზე, ასოცირებული პარტნიორების ჩართულობის გაძლიერებაზე, პროექტის გავრცელებისა და ექსპლუატაციის გეგმის განახლებაზე, ასევე გარე დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე.
შეხვედრაზე ბსუ-ს წარმომადგენელმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ღოღობერიძემ, წარადგინა ინფორმაცია რეგიონალური ცნობიერების დღის (RAD2) შესახებ, რომელიც 2026 წლის ივლისში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. პრეზენტაცია მოიცავდა ღონისძიების სავარაუდო ფორმატს, თემატურ მიმართულებებს, სესიების სტრუქტურასა და პარტნიორი უნივერსიტეტების მოსალოდნელ ჩართულობას.
რეგიონალური ცნობიერების დღის მიზანი იყო “DeSIRe” პროექტის ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების განხილვა, პარტნიორი უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარება, რბილი უნარების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება და პროექტის შედეგების ფართო გავრცელების ხელშეწყობა.
პროექტი “DeSIRe” მიზნად ისახავს სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური და რბილი უნარების განვითარებას, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მხარდაჭერას და სასწავლო პროცესის დაახლოებას 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან.
აღნიშნული ღონისძიება ხელს უწყობს ბსუ-ს ინტერნაციონალიზაციის პროცესს, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებას, აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებას და უნივერსიტეტში თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვას.
| უკან |






