ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

საგრანტო პროექტის „DeSIRe“ პირველი პილოტირება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში

სურათი

2026 წლის 13 მაისს, Erasmus+ პროგრამის მიმდინარე საგრანტო პროექტის- „სოციალური უნარების განვითარება სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად“ – DeSIRe - Development of Soft Skills at Higher Education Institutions of Armenia and Georgia in Compliance with the 21st Century Labour Market Requirements ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის ფარგლებში შემუშავებული რბილი უნარების მოდულებისა და MOOC კურსების პირველი პილოტირება.

პილოტირების პროცესს ესწრებოდნენ და აკვირდებოდნენ პროექტის ევროკავშირის პარტნიორი ექსპერტები - ლეონიდ ჩეჩურინი ლაპენრანტა-ლაჰტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან, ფინეთი, და  ჯერარდ პატრიკ ქალენი დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტიდან, გერმანია.

შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა DeSIRe პროექტის ფარგლებში შემუშავებული რბილი უნარების მოდულები და MOOC კურსები, რომლებიც მიზნად ისახავს სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის სოციალური, კომუნიკაციური, მეწარმეობრივი, შემოქმედებითი და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარებას.

პილოტირების ფარგლებში ბსუ-ს წარმომადგენლებმა წარადგინეს შემდეგი მოდულები და სასწავლო კურსები:

მოდული 5  - შემოქმედებითი აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარები (Creative Thinking & Problem-Solving Skills) - წარადგინა პაატა ჩაგანავამ. მოდული ორიენტირებულია შემოქმედებითი აზროვნების, პრობლემების გადაჭრის, პრაქტიკული ანალიზისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებაზე;

მოდული 3 - ძირითადი სამეწარმეო უნარები: ინიციატივა და პროაქტიულობა (Essential Entrepreneurship Skills: Initiative and Proactivity) - წარადგინა ასიე ცინცაძემ. მოდული მიზნად ისახავს ინიციატივის, პროაქტიულობისა და მეწარმეობრივი აზროვნების განვითარებას პრაქტიკული დავალებებისა და აქტიური სწავლების მეთოდების გამოყენებით;

MOOC 1 – ეფექტიანი ბიზნესკომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები (Effective Business Communication & Negotiation Skills) - წარადგინა თამარ ღოღობერიძემ. კურსი მოიცავს ეფექტიანი ბიზნესკომუნიკაციის, მოლაპარაკების, ქეისებზე დაფუძნებული სწავლებისა და პრაქტიკული კომუნიკაციური უნარების განვითარებას;

MOOC 4 – კონფლიქტების მოგვარების უნარები (Conflict Resolution Skills) -  წარადგინა თამარ ღოღობერიძემ. კურსი მიმართულია კონფლიქტების მართვის, მოლაპარაკების, კომუნიკაციისა და პროფესიულ გარემოში პრობლემური სიტუაციების კონსტრუქციულად გადაჭრის უნარების განვითარებაზე.

პილოტირებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სწავლების მეთოდების მრავალფეროვნებას, სტუდენტზე ორიენტირებულ მიდგომებს, პრაქტიკული დავალებების გამოყენებას, ქეისებზე დაფუძნებულ სწავლებას, მულტიმედიური სასწავლო მასალების ხარისხს და Moodle პლატფორმის შესაძლებლობებს. ევროკავშირის პარტნიორმა ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს ბსუ-ს გუნდის მიერ მომზადებული მასალები, სასწავლო პროცესის ორგანიზება და პროექტის ფარგლებში შექმნილი რბილი უნარების ლაბორატორიის გამოყენება სასწავლო რესურსების განვითარებისთვის.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა სამუშაო დისკუსია მოდულებისა და MOOC კურსების შემდგომ გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა შეფასების კრიტერიუმების მეტად გამჭვირვალე და გაზომვად ფორმატში ჩამოყალიბებაზე, სტუდენტთა უკუკავშირის სისტემის გაძლიერებაზე, სასწავლო მასალების უფრო ხელმისაწვდომ და სტუდენტზე მორგებულ ფორმატში ორგანიზებაზე, ასევე რეალური ცხოვრების მაგალითების, ადგილობრივი კონტექსტისა და პრაქტიკული დავალებების ინტეგრირებაზე.

DeSIRe პროექტი მიზნად ისახავს სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში რბილი უნარების განვითარებას, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობას და სასწავლო პროცესის დაახლოებას 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან.

აღნიშნული პილოტირება წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს პროექტის განხორციელების პროცესში, რადგან იგი ხელს უწყობს შემუშავებული სასწავლო მოდულებისა და MOOC კურსების პრაქტიკულ შემოწმებას, საერთაშორისო ექსპერტებისგან მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებას და ბსუ-ში თანამედროვე, ინტერაქტიული და პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების მიდგომების დანერგვას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა