
Erasmus+ პროგრამის მიმდინარე საგრანტო პროექტის - „სოციალური უნარების განვითარება სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად“ DeSIRe - Development of Soft Skills at Higher Education Institutions of Armenia and Georgia in Compliance with the 21st Century Labour Market Requirements ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რბილი უნარების მოდულებისა და MOOC კურსების მეორე პილოტირება გაიმართა.
პილოტირების პროცესს ესწრებოდნენ პროექტის პარტნიორი ექსპერტები ფილიპ პენი და იგანსიო ბლანკო მედინა
მეორე პილოტირება განხორციელდა 2026 წლის 13 მაისს ჩატარებული პირველი პილოტირების შედეგებისა და საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით. განახლებული სასწავლო მასალები, პრაქტიკული დავალებები, შეფასების კომპონენტები და Moodle პლატფორმაზე განთავსებული რესურსები მიმართული იყო სტუდენტზე ორიენტირებული, პრაქტიკული და ინტერაქტიული სწავლების გაძლიერებისკენ.
პილოტირების ფარგლებში ლექციები ჩატარდა სტუდენტებთან ქართულ და ინგლისურ ენებზე. მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, ჩართულიყვნენ პრაქტიკულ აქტივობებში, ქეისებზე დაფუძნებულ დავალებებში, დისკუსიებსა და რეფლექსიურ სავარჯიშოებში. სასწავლო შეხვედრებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კომუნიკაციის, მოლაპარაკების, კონფლიქტების მართვის, ინიციატივის, პროაქტიულობის, შემოქმედებითი აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარებას.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა პროექტის ფარგლებში შემუშავებული MOOC კურსების პრეზენტაცია. წარმოდგენილი იქნა Moodle პლატფორმაზე განთავსებული სასწავლო მასალები, ვიდეორესურსები, ტესტები, პრაქტიკული დავალებები, კითხვებისა და პასუხების სივრცე, სტუდენტთა მხარდაჭერის მექანიზმები და უკუკავშირის ფორმები. აღინიშნა, რომ პირველი პილოტირების შემდეგ მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე MOOC კურსებში გაძლიერდა ადგილობრივი და რეგიონული მაგალითები, დაემატა ტესტების პასუხების განმარტებები, გაუმჯობესდა სტუდენტებთან კომუნიკაციისა და უკუკავშირის მექანიზმები.
შეხვედრის ფარგლებში ფილიპ პენმა და იგანსიო ბლანკო მედინამ მონაწილეებისთვის ჩაატარეს მასტერკლასი, რომელიც დაეთმო რბილი უნარების განვითარებას, პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებასა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებს.
DeSIRe პროექტი მიზნად ისახავს სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში რბილი უნარების განვითარებას, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობას და სასწავლო პროცესის დაახლოებას 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან.
ბსუ-ში ჩატარებული მეორე პილოტირება წარმატებით დასრულდა და წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს პროექტის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო მოდულებისა და MOOC კურსების პრაქტიკული დანერგვის, გაუმჯობესებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.
| უკან |











