ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

პროფესორ-მასწავლებლებმა ბულგარეთში გამართულ მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

სურათი

ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს ბულგარეთში, ქალაქ ბურგასში გამართულ მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში თემაზე: „უკრაინა, ბულგარეთი, ევროკავშირი: ეკონომიკური, ფინანსური, ტექნიკური და სოციალური განვითარების ტენდენციები".

კონფერენციას ბულგარეთის, უკრაინის, პოლონეთის, საქართველოს, მოლდოვასა და რუმინეთის 20-ზე მეტი უნივერსიტეტის წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიება შერეული ფორმატით  „პროფესორ დოქტორ ასენ ზლატაროვის“ უნივერსიტეტში ჩატარდა.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე პროფესორმა გიორგი აბუსელიძემ და მოწვეულმა უფროსმა მასწავლებელმა ლაშა ბერიძემ მოხსენება წარადგინეს თემაზე: „ფინანსებზე წვდომის გამოწვევები და პერსპექტივები ბიზნეს სუბიექტებისათვის“, ასოცირებულმა პროფესორმა რამინ ცინარიძემ და მოწვეულმა მასწავლებელმა (დოქტორანტმა) გიორგი რიჟვაძემ -  „ინვესტიციები სამშენებლო ინდუსტრიაში: რისკები და შესაძლებლობები“, მოწვეულმა უფროსმა მასწავლებელმა ალეკო მელაძემ კი - „საქართველოს საგარეო ვაჭრობის გამოწვევები და პერსპექტივები“.

ნაშრომის შედეგები გამოქვეყნდება სამეცნიერო ნაშრომების კრებულსა და კოლექტიურ მონოგრაფიაში.

ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა ვორქშოფიც, დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობის მიმართულებები, მასპინძელი, პარტნიორი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილე უნივერსიტეტების აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პირებმა მზაობა გამოხატეს ერთობლივი პროექტებისა და სამეცნიერო კვლევების ორგანიზების კუთხით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა