ცენტრის ძირითადი მიზანია საქართველოს (უპირატესად სამხრეთ საქართველოს) ისტორიის, ეთნოგრაფიის, ფოლკლორის, დიალექტებისა და ქართველთმცოდნეობის სხვა პრობლემების კვლევა და კვლევის შედეგების, ემპირიული მასალებისა და დოკუმენტების გამოქვეყნება.
სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ძირითადი მიმართულებანი:
-
სამხრული კილოების, ფოლკლორული, ეთნოგრაფიული და ქართველთმცოდნეობისთვის მნიშვნელოვანი სხვა მასალების შეგროვება, დამუშავება და შესაბამისი მეცნიერული აპარატურით გამოცემა;
-
საქართველოს (უპირატესად ისტორიული სამხრეთ საქართველოს) შესახებ დაცული ქართული და უცხოური მასალების მოძიება საქართველოსა და უცხოეთის არქივებსა და წიგნთსაცავებში, მათი სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანა;
-
სამეცნიერო კვლევის შედეგების გამოქვეყნება სამეცნიერო თუ პოპულარული სტატიების, კრებულების, სამეცნიერო კონფერენციებისა თუ სიმპოზიუმების მასალების, მონოგრაფიების სახით;
-
დოკუმენტური ფილმების შექმნა სამხრეთ საქართველოს შესახებ;
-
ცენტრთან არსებული მუდმივმოქმედი კომპლექსური ექსპედიციის მიერ საკვლევაძიებო საქმიანობის გაფართოება და სრულყოფა დიალექტოლოგიური, ეთნოგრაფიული, ფოლკლორული, არქეოლოგიური და სხვა მასალების შესაგროვებლად.