სამეცნიერო კვლევები

ღია მმართველობა როგორც საჯარო მმართველობის რეფორმირების ახალი მოდელის შესწავლა საქართველოს მაგალითზე

სამეცნიერო პროექტის დასახელება: ღია მმართველობა როგორც საჯარო მმართველობის რეფორმირების ახალი მოდელის შესწავლა საქართველოს მაგალითზე

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი:  ირაკლი მანველიძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: ინეზა ზოიძე, გიგა ფარტენაძე, მალვინა ჯიბლაძე, თამრიკო ზოიძე

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2023 წლის 15 თებერვალი-15 დეკემბერი

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: საკვლევი პროექტის მნიშვნელობა განისაზღვრება მისი სიახლით და პრაქტიკული მნიშვნელობით, კერძოდ, თანამედროვე ეტაპზე ,,ღია მმართველობის“ ცნება  აქტიურად შემოვიდა  სამეცნიერო დისკუსიაში და დღის წესრიგში აყენებს მმართველობის ფუნქციების ახლებურ გააზრებას, ვინაიდან ღია მმართველობის ფენომენი თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და ამბიციური განაცხადია, რაც დაკავშირებულია საჯარო მმართველობის რეფორმირებასთან, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ხელისუფლების და სამოქალაქო  საზოგადოების თანაზიარი პასუხისმგებლობის ფორმირება სახელმწიფოს ფუნქციონირების პროცესში. შესაბამისად მისდამი ინტერესი დღითიდღე იზრდება.  საკვლევი პროექტის აქტუალობა განისაზღვრება იმით რომ საქართველოში ღია მმართველობის პრინციპების დამკვიდრების არსებული მდგომარეობის ანალიზი და პრობლემების შესწავლა დღემდე არ გამხდარა კომპლექსური კვლევის საგანი.  აქედან გამომდინარე, ღია მმართველობის პრინციპების დამკვიდრების და შესაბამისად მისი თანმდევი სახელმწიფო სტრატეგიების  ანალიზი და შეფასება, რომელიც მოიცავს  ხელშემწყობი და ხელშემშლელი  ფაქტორების იდენტიფიცირებას, მათი გადაჭრის სტრატეგიების განსაზღვრას  და მისი ეფექტურობის შეფასების მექანიზმების შემუშავებას, წარმოადგენს მნიშვნელოვან  პრაქ­ტიკულ და თეორიულ ინტერესის საგანს როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო დონეზე  შემდგომი გაუმჯობესების თუ გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.

კვლევის ძირითადი მიზანია მიმოიხილოს და შეაფასოს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღია მმართველობის სტრატეგიები, რომელმაც ღია მმართველობის პრინციპებიდან გამომდინარე ხელი  შეუწყო მთავრობის საქმიანობის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის ხარისხის გაუმჯობესებას ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მეთოდების გამოყენებით. აქედან გამომდინარე კვლევის ამოცანებია:

- ღია მმართველობის შესახებ  არსებული თეორიულ-მეთოდ­ური მიდგომების განხილვა;

- საერთაშორისო პრაქტიკაში ღია მმართველობის არსებული ძირითადი მოდელების ანალიზი;

- ღია მმართველობის განხორციელებისთვის საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სტრატეგიების  კრიტიკული ანალიზი და შეფასება;

- ღია მმართველობის დამკვიდრების ხელშეწყობისათვის საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული პროექტების ანალიზი;

- იმ მოქმედი მექანიზმების შესწავლა, რომელიც განაპირობებს საჯარო ხელისუფლების ორგანოების ტრანსფორმაციას ღია მმართველობის მიმართულებით  და ასევე იმ ფაქტორების გამოვლენა,  რომლებიც ხელს უშლის ღია მმართველობის პრინციპების დამკვიდრებას.

- ღია მმართველობის განვითარების კვალდაკვალ საქართველოს საჯარო პოლიტიკურ სისტემაში ფუნქ­ციონალური, სტრუქტურული და ინსტიტუციონალური ცვლილებების შესწავლა;

-  ღია მმართველობის  შემდ­გომი განვითარების სამოქმედო გეგმის და სტრატეგიის ძირითადი მექანიზმების განსაზღვრა და შესაბამისი რეკომენდაციების (გაიდლაინის) შემუშავება.

აღნიშნულ ამოცანების განხორციელება საშულებას მოგვცემს შევაფასოთ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღია მმართველობის სტრატეგიები, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავინახოთ ის მიღწევები რომელიც განიცადა ქვეყანამ აღნიშნული მიმართულები და  ამავე დროს გამოვავლინოთ ის დილემები და გამოწვევები, რომლებიც  აღნიშნული სტრატეგიების განხორციელების დროს წარმოიშვა. შესაბამისად წარმოდგენილი კვლევა ქართულ რეალობაში არის მოცემულ პრობლემის შესწავლით სამეც­ნიერო ცოდნის შევსების  პირველი მცდელობა. ამავე დროს ეს კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი  ქვეყანა, განსაკუთრებით კი გარდამავალი დემოკრატიის ჩართულია ღია მმართველობის ინიციატივის განხორციელებაში  და შესაბამისად საქართველოს გამოცდილების ანალიზი სასარგებლო იქნება გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებისთვისაც.

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები

კვლევის შედეგად  არსებული პრაქტიკის შესწავლით  და შეფასებით,  საქართველოში განხორციელებული პოლიტიკის ანალიზით,  არსებული სურათის  და თეორიული აღწერის წარმოდგენით, ღია მმართველობის მოქმედი მექანიზმების ჩვენე­ბით მოხდება  მისი შემდგომი სრულყოფილების  ძირითადი მექანიზმების განსაზღვრა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

კვლევის შედე­გები გამოყენებულ იქნება ღია მმართველობის სრულყოფის მექანიზმების  იმპლემენტაციის  თეორიული და პრაქტიკული  პრობლემების შემდგომი დამუშავების და გადაწყვეტის პროცესში. კერძოდ, კვლევის პრაქტიკული მნიშვნელობა მდგომარეობს, იმაში რომ კვლევის შედეგ­ები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ღია მმართველობის სტრატეგიის და სამო­ქმედო გეგმის სრულყოფილებისთვის. ასევე, კვლევის მასალები შეიძლება გამოყ­ენებულ იქნეს სასწავლო მეთოდური მუშაობის პროცესში ისეთი სასწა­ვლო კურსის სწავლების დროს როგორიცაა საჯარო მართველობა თეორია და პრაქტიკა. ამავე დროს მოხდება კვლევის შედეგების გამოყენება ახალი სასწავლო კურსის -  ,,ღია მმართველობა“ დამუშავებისთვის, რომელიც დაგეგმილი გვაქვს საკვლევი პროექტის დასრულების შემდეგ. აქედან გამომდინარე,  მას ექნება პოტენციური გავლენა აღნიშნულ სამეცნიერო და საწავლო დარგების განვითარებაზე ღია მმართველობის სისტემის  მექანიზმების შესწავლის  თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუ­ძვლების  შემუშავების და ახლი ცოდნის შექმნის თვალსაზრისით, ხოლო  კვლევის შედე­გების გამოყენება  საჯარო ხელისუფლების ორგანოების მიერ ღია მმართველობის  სტრატეგიის შემუშავების პროცესში ხელს შეუწყობს  მოცემულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა