სამეცნიერო კვლევები

ფიტოპათოგენების მიმართ ანტაგონისტი მოკროორგანიზმების შესწავლა და აქტივობით გამორჩეული იზოლატების სექვენირება.

სამეცნიერო პროექტის დასახელება: 

ფიტოპათოგენების მიმართ ანტაგონისტი მოკროორგანიზმების შესწავლა და აქტივობით გამორჩეული იზოლატების სექვენირება.

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი:  მაკა მურადაშვილი

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი:

ძირითადი მონაწილეები: ნანა ჯაბნიძე; ლიანა ქოიავა; რუსუდან დუმბაძე; ქეთინო ნაცარიშვილი

დამხმარე:

ქეთევან სიხარულიძე

სტუდენტი:

მეგი მამულაძე;

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა:  15/-2/2023 -15/12/2023

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა

წარმოდგენილი კვლევის მიზანია სხვა ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ობლიგატი და ფაკულტატური პარაზიტების მიმართ აქტინომიცეტთა ანტაგონისტური აქტივობის შესწავლა in vitro პირობებში, ეფექტური იზოლატების გამოვლენა და მათი იდენტიფიკაცია.

აღნიშნული მიზნის შესასრულებლად მოხდება 2022 წელს აღებული ნიმუშებიდან, საქართველოს სხვადასხვა ნიადაგებიდან და მცენარეთა რიზოსფეროდან მიკროორგანიზმების გამოყოფა, მათი სკრინინგი ბაქტერიოციდულ და ფუნგიციდურ აქტივობაზე მცენარეთა ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების  Pectobacterium spp., Dickeya spp. Dickeya solany,  Ralstonia solanacearum, Alternaria spp.; Fusarium spp., Colletetrichum spp.; Synchytrium endobioticum; Puccinia spp. მიმართ. კვლევის პროცესში გამოვლენილი მაღალი და ფართო სპექტრის ანტაგონისტური მოქმედების მქონე მიკროორგანიზმთა გენომის გაშიფვრა ახალი თაობის ტექნოლოგიების გამოყენებით.

დღეისათვის მეტად აქტუალურია ქიმიური პესტიციდების ალტერნატივად ბიოპრეპარატების, ანტიმიკრობული აგენეტების გამოყენება,  რადგან მცენარეთა დაავადებებისგან დაცვის ბიოლოგიურ საშუალებებს ბევრი უპირატესობა გააჩნია: ეკოლოგიური უსაფრთხოება, ფიტოტოქსიკურობის შემცირება, ადვილი ხელმისაწვდომობა და  წარმოებისათვის ნაკლები ხარჯების საჭიროება.

წარმოდგენილი საპროექტო წინადადება აქტუალურია, რადგან ანტაგონისტი მიკროორგანიზმებისაგან შექმნილი ბიოპრეპარატი შესაძლებელია წარმატებით იქნას გამოყენებული მცენარეთა დაავადებების წინააღმდეგ პრევენციასა და ბრძოლაში. 

წარმოდგენილი კვლევა სამეცნიერო სიახლის შემცველია, რადგან მოხდება პირველად საქართველოში მცენარეთა დაავადებების გამომწვევი არაერთ პათოგენთა მიმართ ანტაგონისტ მიკროორგანიზმთა მნიშვნელოვანი ჯგუფების გამოვლენა, მათი მოქმედების სპექტრისა და თავისებურებების შესწავლა და გამორჩეული ანტაგონისტების გენეტიკური კვლევა უახლესი ტექნოლოგიით, კერძოდ, მათი სექვენირება.

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები

წარმოდგენილი კვლევის შედეგების თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა მდგომარეობს  იმაშიც, რომ იგი გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებას და მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ალტერნატიული საშუალებების პოპულარიზაციას. რადგან აქტიური ანტაგონისტების ჯგუფები შესაძლოა შემდგომში გახდეს ეფექტური და უსაფრთხო ბიოპრეპარატის შექმნის საწინდარი, რაც საბოლოო ჯამში, განაპირობებს მცენარეთა დაცვას, მოსავლის ზრდას, მაღალხარისხოვანი პროდუქტის მიღებას და ასევე, ნიადაგის ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა