მეცნიერება

აქტინიდიის სოკოვანი დაავადებების იდენტიფიკაცია და მართვის სტრატეგიების შემუშავება დასავლეთ საქართველოში.

სამეცნიერო პროექტის დასახელება:  აქტინიდიის სოკოვანი დაავადებების იდენტიფიკაცია და მართვის სტრატეგიების შემუშავება დასავლეთ საქართველოში.

გრანტის დაფინანსების წყარო: სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ლამზირი გორგილაძე- ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

სამეცნიერო პროექტის კოორდინატორი: ლიანა ქოიავა- ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების მეცნიერი თანამშრომელი.  

სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები: ძირითადი პერსონალი: მეცნიერი თანამშრომელი ნანა ჯაბნიძე, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი სოსო მეფარიშვილი, ახალგაზრდა მეცნიერი აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი სოფო ღოღობერიძე, ახალგაზრდა მეცნიერი, დოქტორანტი გიორგი მახარაძე, უცხოელი კონსულტანტი - სოფლის მეურნეობის დოქტორი დიმიტრის კაცანტონისი.

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა:  36 თვე (3 წელი) 2026-2028 წწ.

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა:

პროექტი მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოს აქტინიდიის (კივის) პლანტაციებში გავრცელებული სოკოვანი დაავადებების დეტალურ შესწავლას, მათ გამომწვევ პათოგენთა მორფოლოგიურ და მოლეკულურ დონეზე იდენტიფიკაციას, პათოგენურობის დადასტურებას და ადგილობრივად გავრცელებული და კომერციული ჯიშების მდგრადობის შეფასებას. მიუხედავად იმისა, რომ კივი არის მაღალეკონომიკური და ჯანდაცვისთვის მნიშვნელოვანი ხილი, საქართველოში კივის წარმოებას მნიშვნელოვნად აფერხებს სოკოვანი დაავადებები, განსაკუთრებით მოსავლის შემდგომ პერიოდში, რაც იწვევს ხარისხის გაუარესებას, ლპობას და ფერმერთა შემოსავლების შემცირებას. ამ დაავადებებზე დეტალური და სანდო მონაცემები არ არსებობს, ხოლო მართვის პრაქტიკა უმეტესწილად უცხოურ გამოცდილებას ეყრდნობა და ხშირად არ შეესაბამება ადგილობრივ აგროეკოლოგიურ პირობებს. პროექტი მოიცავს ინტეგრირებულ სამეცნიერო მიდგომას, რომელიც აერთიანებს საველე მონიტორინგს, ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას, მოლეკულურ ბიოლოგიას და სათბურის პირობებში ჩატარებულ ექსპერიმენტებს. საველე სამუშაოები ითვალისწინებს დაავადებული ნიმუშების შეგროვებას კივის ვეგეტაციისა და მოსავლის შემდგომ პერიოდში, მათ გეოგრაფიულ რუკირებას და სიმპტომების ტიპოლოგიზაციას. პათოგენების იდენტიფიკაცია განხორციელდება როგორც მორფოლოგიური მახასიათებლებით, ასევე PCR-ისა და დნმ-ის სექვენირების გზით. პათოგენურობის დადასტურება კოხის პოსტულატების შესაბამისად მკაფიოდ განსაზღვრავს სოკოვანი შტამების როლს დაავადების განვითარებაში. ასევე ჩატარდება ჯიშთა რეზისტენტობის სკრინინგი სათბურის კონტროლირებად პირობებში, რაც საშუალებას მისცემს მკვლევრებს დაადგინონ, რომელი ჯიშებია გამძლე გავრცელებული პათოგენების მიმართ. პროექტი ხორციელდება ინტერდისციპლინური გუნდით და ითვალისწინებს საერთაშორისო თანამშრომლობას საბერძნეთის ELGO-DIMITRA- ინსტიტუტის ექსპერტთან. მიღებული შედეგები დაეფუძნება დაავადებათა მართვის ინტეგრირებული სტრატეგიის შექმნას, რომელიც იქნება მორგებული საქართველოს ადგილობრივ პირობებზე და პრაქტიკულად გამოყენებადი ფერმერების მიერ. პროექტის დისემინაციის კომპონენტი მოიცავს პუბლიკაციებს, ტრენინგებს, ველზე დემონსტრაციებს და ორენოვან მასალებს. 2 | დანართი №3 პროექტის შედეგები ხელს შეუწყობს კივის წარმოების მდგრადობას, გარემოს დაცვას, ფერმერთა ინფორმირებულობას და ეკონომიკურ განვითარებას რეგიონში, რაც საბოლოოდ განაპირობებს სოფლის მეურნეობის სექტორის ტექნოლოგიურ პროგრესსა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა