დოქტორანტურა

საინფორმაციო შეხვედრა „საინფორმაციო ტექნოლოგიები მეცნიერებაში“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისათვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა „საინფორმაციო ტექნოლოგიები მეცნიერებაში“. ასოციაციის „მეცნიერებისათვის" პრეზიდენტმა თამარ ხახუტაშვილმა ღონისძიების მონაწილეებს გააცნო ციტირების ინდექსისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში მკვლევრის ცნობადობის გაუმჯობესების მეთოდები და საშუალებები. მან ასევე ისაუბრა  მკვლევრის სამეცნიერო პროფილის (ავტორის იდენტიფიკატორი) სახეებსა და შექმნაზე, სამეცნიერო ნაშრომის საქართველოს ან საზღვარგარეთის მაღალ იმფაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალებში უფასოდ ან დაბალ ფასად გამოქვეყნების ხერხებზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა