დოქტორანტურა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2025 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსს

სურათი

კონკურსის მიზანია ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება.

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი

 

2 ივლისიდან - 30 ივლისის 16:00 საათამდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;

ჯგუფური ონლაინ კონსულტაცია 8 ივლისი, 15:00 საათი -  შეხვედრაზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს

ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები 16 და  24 ივლისი,  14:30 საათი -  (შეხვედრებზე დასასწრები ბმულები გამოქვეყნდება მოგვიანებით).

23 ივლისის 18:00 საათი – კონკურსის ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;

12 აგვისტოს 18:00 საათამდე - კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;

აგვისტო-სექტემბერი - ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხარვეზების დადგენა და გამოსწორება;

სექტემბერი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;

ოქტომბერი - კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტების/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ;

ოქტომბერი - ნოემბერი - დამოუკიდებელი ექსპერტებისგან ან/და ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე შერჩეული დასაფინანსებელი პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცება;

ოქტომბერი - ნოემბერი - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;

ოქტომბერი - ნოემბერი - გამარჯვებულ დოქტორანტებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.

 დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://rustaveli.org.ge/geo/mimdinare-konkursebi/fondi-atskhadebs-2025-tslis-doqtoranturis-saganmanatleblo-programebis-dafinansebis-konkurss

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა