პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

წიგნის „აჭარის ხელუხლებელი ტყეები“ წარდგენა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების „სატყეო საქმე “და „მებაღეობა“ სტუდენტებისათვის და პროგრამაში ჩართული პერსონალისთვის შედგა წიგნის „აჭარის ხელუხლებელი ტყეები“ წარდგენა (ავტორები: ქეთევან სამადაშვილი, ლელა ჯანაშია, დავით ხარაზიშვილი).

შეხვედრას ესწრებოდნენ წიგნის ავტორები ქეთევან სამადაშვილი და დავით ხარაზიშვილი,  საერთაშორისო ექსპერტი დოქტორი ფელიქს ნეშერი და აჭარის სატყეო პროექტის ეროვნული კოორდინატორი ვახტანგ წულაძე.

პუბლიკაცია მომზადებულია „აჭარის ხელუხლებელი ტყეების შენარჩუნება და მართვა“ პროექტის ფარგლებში აჭარის სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა