პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ბსუ-ში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესი დაიწყო

სურათი

ბსუ-ში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესი დაიწყო. სტუდენტებს სწავლის დაწყება ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, პროფესიული პროგრამების ცენტრის დირექტორმა მადონა მიქელაძემ მიულოცეს და ის სიახლეები და შესაძლებლობები გააცნეს, რომელთაც უნივერსიტეტი მათ სთავაზობს. საზეიმო გახსნაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ დამსაქმებლები, სტუდენტები და  კურსდამთავრებულები.

ბსუ-ს პროფესიული პროგრამები დიდი მოთხოვნით სარგებლობს.  2023 წლის შემოდგომის სემესტრისთვის პროფესიული პროგრამები პირველკურსელებით სრულად დაკომპლექტდა,  გამოცდებით ბსუ-ში 144 სტუდენტი ჩაირიცხა. პროფესიული პროგრამების შევსების მაჩვენებელი გასული წლებისაგან განსხვავებით რეკორდულად გაიზარდა და 144 ვაკანტურ ადგილზე 500-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა.

2023 წლის შემოდგომის სემესტრისთვის მიღება შემდეგ პროფესიულ პროგრამებზე გამოცხადდა: საექთნო განათლება, აღმზრდელი, საფინანსო სერვისები, ბუღალტრული აღრიცხვა, სატყეო საქმე, მებაღეობა, საბიბლიოთეკო საქმე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა