
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულმა სტუდენტებმა მარიამ ირემაძემ (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „საექთნო განათლება", 2024 წლის საშემოდგომო მიღება) და გიორგი ანთაძემ (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „საფინანსო სერვისები") მოიპოვეს ერთჯერადი სოციალური სტიპენდია.
აღნიშნული სტიპენდიის მოპოვების საფუძველი გახდა პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისათვის ერთჯერადი სოციალური სტიპენდიის გაცემის მიზნით გამოცხადებული კონკურსი.
კონკურსში მონაწილეობის მიზნით პროფესიული უნარების სააგენტოში ბსუ-მ წარადგინა მარიამ ირემაძისა და გიორგი ანთაძის განაცხადები და პროფესიული სტუდენტების მიერ შემუშავებული პროექტები. წარდგენილი განაცხადები მოწონებული იქნა კომისიის მიერ და სტუდენტები გადავიდნენ კონკურსის მეორე ეტაპზე, სადაც მათ კომისიის წინაშე წარადგინეს (ონლაინ) პროექტები პრეზენტაციის სახით.
კონკურსის ორივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ პროფესიული უნარების სააგენტოსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სოციალური სტიპენდიის დაფინანსების თაობაზე.
ვულოცავთ პროფესიულ სტუდენტებს კონკურსში გამარჯვებას!
უკან |