პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლების ვიზიტი

სურათი

ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამთა დევდარიანი ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ეწვია.

შეხვედრაზე ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამთა დევდარიანმა აგრარული მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციაზე ისაუბრეს.

ცენტრის წარმომადგენლებმა განიხილეს არსებული პროგრამა „აგროსტიპენდიები“, რომელიც ითვალისწინებს მაღალი აკადემიური მოსწრების აგრარული მიმართულების სტუდენტების წახალისებას და მისი გაუმჯობესების გზებზე იმსჯელეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ბსუ-ს რექტორის მოადგილე გიორგი ქათამაძე, პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორი ბადრი გეჩბაია, ტექნოლოგიური ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სხვადასხვა პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა