
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში პროგრამების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ცენტრის დირექტორი ბადრი გეჩბაია ხელმძღვანელობდა. მან მონაწილეებს გააცნო ცენტრის განვითარების ხედვა, სტრატეგიული მიმართულებები და სამომავლო გეგმები პროფესიული განათლების განვითარების კუთხით.
შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა პროფესიული განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები და დაგეგმილი ღონისძიებები.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ცენტრის სასწავლო პროცესისა და ხარისხის მართვის მენეჯერებიც.
| უკან | 



