პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა მდგრადი და მწვანე ბიზნეს პროექტების განვითარების თემაზე

სურათი

ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა „მდგრადი და მწვანე ბიზნეს პროექტების განვითარება საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში. შეხვედრის მიზანი იყო მონაწილე ორგანიზაციებს შორის პარტნიორობის გაძლიერება, ერთობლივი ინიციატივებისა და საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარების ხელშეწყობა.

შეხვედრას დაესწრო ცენტრის დირექტორი ბადრი გეჩბაია, სოფიკო დიასამიძე და ალექსანდრე ბაღდავაძე-ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციიდან, ნიკოლოზ მესხიშვილი- საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პროფესიული განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი,თამარ გომიაშვილი- საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პროექტების კოორდინატორი.

მხარეებმა განიხილეს პროფესიული განათლების სფეროში არსებული შესაძლებლობები, აგრეთვე მწვანე და მდგრადი პრაქტიკის დანერგვის პერსპექტივები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა