პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

2025 წლის პროფესიულ სტუდენტთა საშემოდგომო მიღება ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში 2025 წლის პროფესიულ სტუდენტთა საშემოდგომო მიღება გაიმართა.

ღონისძიება გახსნა ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ, რომელმაც სტუდენტებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა და უსურვა წარმატებები პროფესიულ განვითარებაში. რექტორმა მადლობა გადაუხადა პარტნიორ ორგანიზაციებს აქტიური თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა დამსაქმებელთა ჩართულობის მნიშვნელობას პროფესიული პროგრამების ეფექტიანად განხორციელების პროცესში.

სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორმა. ბადრი გეჩბაიამ წარმოაჩინა პროფესიული განათლების როლი რეგიონული შრომის ბაზრის გაძლიერებაში და ყურადღება გაამახვილა პროგრამების პრაქტიკულ მნიშვნელობაზე.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს პროფესიული განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებები, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის შესაძლებლობები.

საშემოდგომო მიღების პროგრამებია:


• საფინანსო სერვისები
• ბუღალტრული აღრიცხვა
• საბიბლიოთეკო საქმე
• აღმზრდელი
• საექთნო განათლება

ღონისძიებას ესწრებოდნენ:


• ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება – დირექტორი დალი ფუტკარაძე
• ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი – რაულ თავართქილაძე
• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს დირექტორი – თემურ კახიძე
• ლიბერთი ბანკის დირექტორის მოადგილე საოპერაციო მიმართულებით – თეონა შაქარიშვილი
• ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი – თამარ მხატვარი
• საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბათუმის ტექნოპარკის ხელმძღვანელი – ქეთევან ბულისკერია
• კოლეჯი ბლექსის დირექტორი – გიორგი გოგიტიძე
• პსპ ფარმას რეგიონალური მენეჯერი – ლუიზა საღარეიშვილი
• ავერსი ფარმას რეგიონალური მენეჯერი – ინგა ხოზრევანიძე
• გეფას წარმომადგენელი – სოფო ნაკაშიძე
• პროფესიული პროგრამის „საფინანსო სერვისები“ კურსდამთავრებულები – ანა მესხიძე, ლიზი კონცელიძე

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დამსაქმებლები, პარტნიორი ორგანიზაციები, კურსდამთავრებულები და მოწვეული სტუმრები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა