პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სს „ტერაბანკს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სს „ტერაბანკს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

მემორანდუმი მიზნად ისახავს პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობას, საფინანსო სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადებასა და სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობების გაფართოებას.

თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებაზე, მათ შორის პროფესიული პროგრამის საფინანსო სერვისები“ განვითარებაზე, სასწავლო პროცესში დარგის სპეციალისტების ჩართულობაზე, სტუდენტებისთვის სტაჟირებისა და პრაქტიკის შესაძლებლობების შეთავაზებაზე, ასევე ერთობლივი ტრენინგებისა და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ სს „ტერაბანკის“ აჭარის რეგიონის დირექტორი გიორგი ჯაბნიძე და სს „ტერაბანკის“ ფილიალის დირექტორი გიორგი ოქროპირიძე. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბსუ-ს რექტორი ტიტე აროშიძე, პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორი ბადრი გეჩბაია, ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ვლადიმერ ღლონტი და პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ხარისხის მართვის მენეჯერი ჯილდა აბაშიძე.

ხელმოწერილი მემორანდუმი საფუძველს უქმნის გრძელვადიან პარტნიორობას და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელებას პროფესიული განათლებისა და საბანკო სექტორის თანამშრომლობის მიმართულებით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა