პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლებამოსილება მოიპოვა

სურათი

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ავტორიზაცია 6 წლის ვადით მიენიჭა.

ეს წარმატება ჩვენი პროფესიული განათლების მასწავლებლების, პარტნიორების, თანამშრომლებისა და სტუდენტების შრომისა და ერთგულების შედეგია.

მადლობას ვუხდით ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვან პროცესში: ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს, ექსპერტებს და უნივერსიტეტის ყველა გულშემატკივარს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა