
სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, 2026 წლის მაისი-დეკემბრის პერიოდში სტუდენტური მოხალისეობის ფესტივალი განხორციელდება, რომელიც აერთიანებს საქართველოს მასშტაბით ავტორიზებულ უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.
სტუდენტური მოხალისეობის ფესტივალის მიზანია უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოხალისეობის კულტურის გაძლიერება და პოპულარიზაცია, სტუდენტთა მოტივაციის ამაღლება და მათთვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის პრაქტიკული შესაძლებლობების შექმნა.
მონაწილეობისათვის დაწესებულებამ უნდა შექმნას 5 სტუდენტისგან შემდგარი გუნდი და წარმოადგინოს მოხალისეობის თემატიკაზე დაფუძნებული ინიციატივა, რომელსაც განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტური მოხალისეობის ფესტივალი უკვე ორი წელია წარმატებით ხორციელდება ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ, მონაწილე სტუდენტებმა განახორციელეს მრავალფეროვანი მოხალისეობრივი ინიციატივები, ხოლო გამარჯვებული გუნდები სასწავლო ვიზიტის ფარგლებში პორტუგალიასა და გერმანიას ეწვივნენ. განაცხადები მიიღება 2026 წლის 5 მაისის ჩათვლით. დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაცია: https://youthagency.gov.ge/festivali/
| უკან |
