
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის სააგენტოს სერვისების, დასაქმების პროგრამებისა და კარიერული შესაძლებლობების გაცნობა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია სააგენტოს მიერ შეთავაზებულ პროგრამებზე, დასაქმების ხელშეწყობის მექანიზმებზე, ვაკანსიების მოძიების შესაძლებლობებსა და კარიერული განვითარების გზებზე.
სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ პრაქტიკული რჩევები დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდას და მათთვის იმ შესაძლებლობების გაცნობას, რომლებიც პროფესიული წინსვლისა და დასაქმების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
| უკან |


