
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2026–2027 სასწავლო წლისთვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
მიღება ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე.
აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, საბაკალავრო პროგრამებთან ერთად, პრიორიტეტების მიხედვით აირჩიონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ან დარეგისტრირდნენ მხოლოდ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
მათ, ვისაც მხოლოდ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაბარება სურთ, რეგისტრაცია უნდა გაიარონ პროგრამის შესაბამის ერთ საგანში.
უნივერსიტეტი 2026 წლის მიღების ფარგლებში გთავაზობთ 5 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, რომლებზეც ჩარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს მითითებული საგნებიდან ერთ-ერთის ჩაბარება:
- საბიბლიოთეკო საქმე - მათემატიკა / ისტორია;
- საექთნო განათლება - მათემატიკა / ფიზიკა / ქიმია / ბიოლოგია
- აღმზრდელი - მათემატიკა / ისტორია;
- ფარმაცია (სააფთიაქო) - მათემატიკა / ფიზიკა / ქიმია / ბიოლოგია
- ბუღალტრული აღრიცხვა - მათემატიკა;
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://online.naec.ge/defonline/
ცნობარი იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/4dtUDFP
ვიდეოინსტრუქციის სანახავად ეწვიეთ ბმულს:
https://www.facebook.com/share/v/1DFADXhrgv/
| უკან |
