პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

პროფესიული პროგრამის სტუდენტებმა ბსუ-ს სტუდენტურ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - 2026 გაიმართა.  წელს პირველად სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობდნენ როგორც ბსუ-ს ასევე სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები.

პროფესიული განათლების სექციაში სამეცნიერო მოხსენება წარადგინა 24-მა სტუდენტმა, რომლებმაც კონფერენციის ფარგლებში განიხილეს თანამედროვე მეცნიერებისა და საზოგადოებისათვის აქტუალური საკითხები.

სამეცნიერო კონფერენცია მიზნად ისახავდა სტუდენტებში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაციას, კვლევითი უნარების განვითარებას და ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერას.

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, ხოლო საუკეთესო ნაშრომების ავტორები დაჯილდოვდებიან.

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ახალგაზრდებისთვის, სადაც მათ შესაძლებლობა ეძლევათ წარმოაჩინონ საკუთარი კვლევითი საქმიანობა, გაიზიარონ გამოცდილება და აქტიურად ჩაერთონ სამეცნიერო სივრცეში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა