პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

„საბიბლიოთეკო საქმის“ პროგრამის სტუდენტებმა პრაქტიკის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები წარადგინეს

სურათი

ბსუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „საბიბლიოთეკო საქმის“ სტუდენტებმა წარმატებით წარადგინეს საწარმოო პრაქტიკის ანგარიშები, რომლებშიც ასახული იყო პრაქტიკის ობიექტებზე შესრულებული საქმიანობა, მიღებული გამოცდილება, განვითარებული პროფესიული კომპეტენციები და პრაქტიკის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები.

ანგარიშების წარდგენას ესწრებოდნენ ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორი, სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი და პროგრამის ხელმძღვანელები, რომლებმაც მოისმინეს სტუდენტების პრეზენტაციები, შეაფასეს პრაქტიკის შედეგები და ხაზი გაუსვეს საწარმოო პრაქტიკის მნიშვნელობას პროფესიული უნარების განვითარებისა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადების პროცესში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა