პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ბსუ-ს სტუდენტები საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ პირველკურსელთა მიღების ღონისძიებას დაესწრნენ

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ პირველკურსელთა მიღების ღონისძიებას დაესწრნენ.

ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და სტუდენტობა მიულოცა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

მიღების ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ მრავალფეროვან გასართობ აქტივობებში. ასევე გაიმართა კონცერტი სხვადასხვა არტისტისა თუ მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების სტუდენტების ჩართულობა მსგავს ღონისძიებებში, რადგან პროფესიული განათლება თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მიღებასთან ერთად, ახალგაზრდებს აქტიური სტუდენტური ცხოვრების შესაძლებლობასაც აძლევს.

ვულოცავთ ყველა პირველკურსელს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას და ვუსურვებთ წარმატებულ, საინტერესო და შესაძლებლობებით სავსე სასწავლო წელს!


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა