პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ბსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე „საექთნო განათლება“ და „საბიბლიოთეკო საქმე“ 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ აპლიკანტთა მეორადი ჩარიცხვა იწყება

სურათი

საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ აბიტურიენტთა რეგისტრაცია (პირადი დოკუმენტაციის წარმოდგენა, ხელშეკრულების გაფორმება და პირადი საქმის გახსნა) განხორციელდება ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში, ლეონიძის #15.

 

 

პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით 2026 წლის 25 სექტემბრიდან 2026 წლის 28 სექტემბრის (შაბათ - კვირის გარდა) ჩათვლით აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • აპლიკანტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (არასრულწლოვანი/შეზღუდულქმედუნარიანი/მხარდაჭერის მიმღები აპლიკანტის შემთხვევაში - მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობა, ასევე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი - აპლიკანტის დაბადების მოწმობა ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განცხადების წარმოდგენაზე და ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილებას);
  • აპლიკანტის სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (პირმა, რომელმაც განათლება მიიღო უცხოეთში, უნდა წარმოადგინოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის აღიარების შესახებ);
  • აპლიკანტის ორი ფოტოსურათი 3X4-ზე (მათ შორის ელექტრონულ მატარებელზე წარმოდგენილი);
  • წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი (აღრიცხვას დაქვემდებარებული აპლიკანტების შემთხვევაში);
  • აპლიკანტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.

შენი პროფესიული მომავალი იწყება აქ-BSU-ში!

ბათუმი, ლეონიძის #15.

577 49 19 39; 579 27 50 10; 591 95 76 62.

vocational@bsu.edu.ge


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა