ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს ულოცავს სტუდენტობას და უსურვებს წარმატებულ, საინტერესო, ნაყოფიერ სტუდენტურ ცხოვრებას!
	ბსუ-ში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების აკადემიური რეგისტრაცია იწარმოებს 15 ნოემბრიდან 21 ნოემბრის   ჩათვლით, 10:00-დან 17:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე:
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი: პრაქტიკოსი ექთანი; ფარმაცევტის თანაშემწე (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, II კორპუსი, ოთახი №323);
 - ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: ვებ პროგრამისტი; ვებინტერფეისის დიზაინერი; ვებინტერფეისის დეველოპერი; კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №211);
 - განათლების ფაკულტეტი: ბაგა ბაღის აღმზრდელი პედაგოგი; (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, I კორპუსი, ოთახი №49);
 - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი: ბუღალტერ - ტექნიკოსი (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №414);
 - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: ბიბლიოთეკარი; კორესპონდენტი (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №518);
 - ტურიზმის ფაკულტეტი: სარესტორნო საქმისმწარმოებელი (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №404; საერთო საცხოვრებლის შენობა);
 - ტექნოლოგიურ ფაკულტეტი: არქიტექტორ-ტექნიკოსი; ელექტრონული და ციფრული მოწყობილობების დიაგნოსტიკოს შემკეთებელი; მეფუტკრე; მშენებლობის მწარმოებელი (მისამართი: ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №12, ოთახი №103);
 
	რეგისტრაციისათვის პროფესიულ  საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- ა) პირადობის მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);
 - ბ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი მოწმობის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
 - გ) ფოტოსურათი 2 ცალი (3x4), ასევე სურათის ელექტრონული ვერსია (СD დისკი);
 - დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
 
	ჩარიცხვის ბრძანება გამოიცემა 2017 წლის 22 ნოემბერს!
	სასწავლო პროცესი დაიწყება 2017 წლის 27 ნოემბერს! 
| უკან | 
